HBO

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
ლოგოტიპი

HBO (Home Box Office) — ამერიკული საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელი. HBO-ს ეთერში გადის ორიგინალური სატელევიზიო პროგრამები, ფილმები და საკუთარი წარმოების სერიალები. მათ შორის არის სოპრანოს კლანი, ექვსი ფუტი მიწის ქვეშ, და სექსი დიდ ქალაქში. სხვა პოპულარულ სერიალებს შორის იყო ოზი, მავთულხლართი, ანტურაჟი და დედვუდი. HBO-ს მართავს გაერთიანება Home Box Office Group, რომელიც ტაიმ უორნერის ნაწილია.

HBO'ს არხების მიღება მხოლოდ ფასიან საკაბელო ქსელში გაწევრიანებით არის შესაძლებელი. რეგისტრირებულ მომხმარებელთაგან მიღებული მოსაკრებელი არის ქსელის ძირითადი შემოსავალი (გარდა სერიალების სხვა არხებისთვის ან დისტრიბუტორებისთვის ჩვენების უფლების მიყიდვისა), რაც მას ეთერში პროგრამების ფასიანი რეკლამების გარეშე გაუშვების საშუალებას აძლევს.

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=HBO&oldid=3509185“-დან