პორტალი:აშშ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშშ-ის დროშა



ამერიკის შეერთებული შტატები 50 შტატისა და დედაქალაქის ოლქისგან შემდგარი ფედერალური რესპუბლიკაა ჩრდილოეთ ამერიკაში. აშშ-ს სამი სახმელეთო საზღვარი აქვს, ორი კანადასთან და ერთი მექსიკასთან, და ასევე შემოსაზღვრულია წყნარი, ატლანტის, არქტიკის ოკეანეებითა და ბერინგის ზღვით. აშშ-ის ყოველ შტატს ფედერალიზმის სისტემის მიხედვით გასაზღვრული ადგილობრივი ავტონომიის მაღალი ხარისხი აქვს. ქვეყნის ისტორია დასაბამს 1776 წელს ბრიტანეთის ცამეტი კოლონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებით იღებს. დროთა განმავლობაში ეს ქვეყანა გლობალური ზესახელმწიფო გახდა და უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და კულტურული გავლენა აქვს დანარჩენ მსოფლიოზე. (იხ. სრულად)
რედ.

რჩეული სტატია

სიეტლის "სპეის ნიდლი" (დეტალი).
სიეტლის "სპეის ნიდლი" (დეტალი).

გუგი (ინგლ. Googie) — ექსპრესიონისტული, ფუტურისტული არქიტექტურის განშტოება, რომელიც კალიფორნიაში წარმოიშვა 1940-იანი წლების ბოლოს სამანქანო კულტურის, კოსმოსისა და ატომის ხანის ზეგავლენით და გრძელდებოდა 1960-იანი წლების ბოლომდე. მახვილი, მორკალული გეომეტრიული ფორმებით, მინის, ლითონისა და ნეონის ელემენტების თამამი გამოყენებით ის ყავის სახლების, მოტელებისა და საბილიარდო ბარების დამახასიათებელი ექსტერიერი გახდა 1950-იან და 60-იან წლებში. ეს სტილი ერთგვარი სინონიმი გახდა იმ თაობის სულისკვეთების, რომელიც დიდი ენთუზიაზმით ხვდებოდა ამომავალ, კაშკაშა ტექნოლოგიურ, ფუტურისტულ ხანას.

დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ მომავალი არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ეს ამ მიმდინარეობის თანამედროვე ფუტურისტულ ანიმაციურ სიტკომებში იყო ასახული. შესაბამისად ამ სტილმაც ფუტურისტული ელფერი დაკარგა და ფასდაუდებელი გახდა. თუმცა, 1930-იანი წლების არტ-დეკოს სტილის მსგავსად, გუგის მისი თანამედროვეები სათანადოდ ვერ აფასებდნენ, სანამ ამ მიმდინარეობის მრავალი საუკეთესო ნიმუში სამუდამოდ არ დაიკარგა. (...სრულად)

რედ.

რჩეული ბიოგრაფია

უოლტ დისნეი
უოლტ დისნეი

უოლტერ ელიას დისნეი (Walter Elias Disney; 1901-1966) — ამერიკელი კინოპროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი, გამხმოვანებელი, ანიმატორი და ფილანტროპი. "უოლტ დისნეი პროდაქშენზის" თანადამფუძნებელი (მის ძმა როისთან ერთად), დისნეი მსოფლიოში ყველაზე კარგად ცნობილი კინოფილმების მწარმოებელი გახდა. მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას, ამჟამად The Walt Disney Company, ყოველწლიურად დაახ. $30 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს.

უოლტ დისნეი განსაკუთრებით ცნობილია, როგორც კინოპროდიუსერი, პოპულარული შოუმენი, ინოვატორი ანიმაციაში და თემატური პარკების დიზაინში. მიღებული აქვს 26 ოსკარი (მათ შორის ოთხი ერთ წელიწადში) და დამატებით 59 ნომინაცია, რის გამოც ინდივიდუალურ რეკორდს ფლობს, როგორც ნომინაციებში, ასევე მიღებულ ოსკართა რაოდენობაში. მას ასევე მიღებული აქვს შვიდი ემის ჯილდო. დისნეის შექმნილი აქვს რამდენიმე მსოფლიოში ყველაზე განთქმული პერსონაჟი, მათ შორის მიკი მაუსი, რომელსაც დისნეის ალტერ ეგოდ მიიჩნევენ. მისი სახელი ჰქვია დისნეილენდს და დისნიეუორლდის თემატურ პარკებს აშშ-ში, იაპონიაში, საფრანგეთსა და ჩინეთში. დისნეი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 1966 წლის 15 დეკემბერს ფლორიდაში მისი ოცნების პროექტი დისნეიუორლდის გახსნამდე რამდენიმე წლით ადრე. (…სრულად)

რედ.

ახალი სტატიები

ახალი სტატიები ჩასვით სიის თავში / მიუთითეთ {{ავტორი}}

რედ.

რჩეული ციტატა

ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა
ვიკიციტატა
„ჩვენ ვართ ისინი, ვისაც ველოდით.“
(ბარაკ ობამა, წინასაპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში წარმოთქმული ერთ-ერთი სიტყვიდან, 2008.)
რედ.

ძირითადი თემები


რედ.

რჩეული სურათი

აშშ-ის შტატები სტატუსის თარიღის მიხედვით
აშშ-ის შტატები სტატუსის თარიღის მიხედვით
ავტორი: Roke
აშშ-ის შტატებისთვის სტატუსის მინიჭების ქრონოლოგია
რედ.

იცოდით, რომ...

ნიუ-იორკის მარათონი
ნიუ-იორკის მარათონი
რედ.


პანორამა

ჩიკაგოს პანორამა
ჩიკაგოს პანორამა
ჩიკაგოს პანორამა.
რედ.

დობილი პორტალები

ჩრდილოეთი ამერიკა და კარიბები

აშშ-ის დროშა აშშ (ნიუ-იორკი) · კანადის დროშა კანადა · მექსიკის დროშა მექსიკა · კუბის დროშა კუბა · დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინ. რესპ. · იამაიკის დროშა იამაიკა · ჰაიტის დროშა ჰაიტი


ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა

არგენტინის დროშა არგენტინა · ბოლივიის დროშა ბოლივია · ბრაზილიის დროშა ბრაზილია · გვატემალის დროშა გვატემალა · ეკვადორის დროშა ეკვადორი · ვენესუელის დროშა ვენესუელა · კოლუმბიის დროშა კოლუმბია · კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა · ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა · პანამის დროშა პანამა · პარაგვაის დროშა პარაგვაი · პერუს დროშა პერუ · სალვადორის დროშა სალვადორი · სურინამის დროშა სურინამი · ურუგვაის დროშა ურუგვაი · ჩილეს დროშა ჩილე · ჰონდურასის დროშა ჰონდურასი


დიდი რვიანი

აშშ-ის დროშა აშშ · გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთ. სამეფო · გერმანიის დროშა გერმანია · კანადის დროშა კანადა · იაპონიის დროშა იაპონია · იტალიის დროშა იტალია · რუსეთის დროშა რუსეთი · საფრანგეთის დროშა საფრანგეთი



რედ.